რეზონანსი
(05.06.2025)

 საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა „ჯვაროსნების" უპირატესობით დაიწყო. პირველი მომენტი საბა ლობჟანიძეს ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მე-10 წუთზე გიორგი გულიაშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილმა მცველს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.

მატჩის დასაწყისში სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გუნდის მეკარეს, გიორგი ლორიას, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა, საგანგებო ჯილდო გადასცა. ეს საქართველოს ნაკრებში გიორგი ლორიას 79-ე მატჩი იყო.

ფარერებთან მატჩში საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ ახალგაზრდებს: ნიკა გაგნიძეს, საბა ხარებაშვილსა და დავით კერესელიძეს. ეს „დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების მე-80 მატჩი იყო.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 8 ივნისს გამართავს - ვილი სანიოლის გუნდი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე