რეზონანსი
(05.06.2025)

თბილისში, სანზონის მეტროსთან 2 კაცი დაჭრეს. შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ.
როგორც ერთ-ერთი მცხოვრები წერს, კაცმა, რომელმაც უცხო ადამიანისგან ტელეფონი ითხოვა, გაქცევა სცადა, მეპატრონის რეაქციის შემდეგ კი მან ორი ადამიანი დაჭრა:
„ვიღაც კაცმა დარეკვა ითხოვა და მერე ტელეფონით ავტობუსში ავიდა, მეპატრონემ სად მიგაქვს ჩემი ტელეფონიო და ამაზე აჰყვნენ ჩხუბს, ვინც დარეკვა ითხოვა იმ ტიპმა დანით დაჭრა ეს ორი ბიჭი“, - წერს მოქალაქე.
დაიჯესტი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



