რეზონანსი
(04.06.2025)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ერგეს მიმდებარედ მოხდა. ადგილობრივთა თქმით, ახალგაზრდა კაცი, მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა და ღამით იქვე, მანქანაში ეძინა.
მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის წაშლის მიზნით მდინარეშია გადაგდებული.
თვითმხილველები ამბობენ, რომ გარდაცვლილს სროლის შედეგად მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



