რეზონანსი
(04.06.2025)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალთან შუახნის მამაკაცი, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, საკუთარი მანქანით მიმავალი კაცი ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე ჩაცხრილეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ ორი მუხლით - 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



