რეზონანსი
(04.06.2025)

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, გადასასვლელზე ახალგაზრდა კაცს "ბეემვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, პაციენტის უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები, მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
სამართალდამცავებმა ავტომობილის იდენტიფიცირება შეძლეს და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



