რეზონანსი
(03.06.2025)

 „კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ თანამდებობას ტოვებს გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი. ამ თხოვნით მან უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს. „კურიერის" ინფორმაციით, ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

ეს ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დაუდასტურეს.

ცოტნე ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა 2022-წლის სექტემბერში აირჩია. მანამდე ის 7 წლის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე