რეზონანსი
(03.06.2025)

ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთში, მუგლას პროვინციაში. მარმარისის სანაპიროსთან, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრია მიწისძვრა დაფიქსირდა.
მუგლას გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 69 ადამიანი დაშავდა, ხოლო 14 წლის მოზარდი პანიკური შეტევის შედეგად გარდაიცვალა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში, 67.91 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
როგორც თურქული მედია წერს, მიწისძვრის დროს ადამიანები საკუთარი სახლების ფანჯრებიდან გარეთ ხტებოდნენ, რის გამოც რამდენიმე დაზიანება მიიღო. ზოგს სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



