რეზონანსი
(02.06.2025)

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.

უწყვეტი პროტესტის 187-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლეს და მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე