რეზონანსი
(01.06.2025)

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.
პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
უწყვეტი პროტესტის 185-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



