რეზონანსი
(31.05.2025)

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი, დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქო ავტომობილი შეეჯახა. ორივე მათგანი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. გარდაცვლილი ახალგაზრდა, სოფელ ნატანების მცხოვრები გიორგი დვალიშვილია.


წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



