რეზონანსი
(31.05.2025)

იტალიაში ქართველი „კანონიერი ქურდის“ დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია მინდია ლავასოღლი.

მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია იტალიის სპეცრაზმმა, საჰაერო პოლიციამ და სასაზღვრო პოლიციამ და საერთაშორისო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად კოორდინაციით ჩაატარეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ის იტალიის პოლიციის მობილურმა რაზმმა 22 მაისს გერმანული სანომრე ნიშნის მქონე მანქანაში ჩაჯდომისას დააკავა.

ის 2023 წლის სექტემბრიდან კრიმინალური გაერთიანების ლიდერობისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე