
ღალატში გაწაფული ზურაბიშვილი და მისი ამფსონები კვლავაც ითხოვენ სამშობლოს ღალატს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ნაწილის წერილს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ფერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მიმართ, რომელშიც სანქციების გამკაცრებაზეა საუბარი.
„ეს არის გაგრძელება შულავერის კომიტეტის, თანამედროვე, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები როგორ ცდილობენ საკუთარი ქვეყანა რაიმე ფორმით დააზიანონ და ამისთვის მუხლჩაუხრელად მოგზაურობენ. რეალური მოცემულობა არის სულ სხვა, რაც აგენტებისთვის მიუღებელია. ქვეყანა წინ მიდის და ქვეყანა არის სუვერენული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



