რეზონანსი
(30.05.2025)

დღეს დილით ხანძარი იყო ოზურგეთში, გმირთა მოედანზე. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, სახლში ამ ეტაპზე არავინ ცხოვრობდა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო- სამაშველო სამსახურის ჯგუფები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ხანძარი ადრეც გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

წყარო: გურია ტვ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე