რეზონანსი
(30.05.2025)

რუსთავში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ინფო რუსთავის" ცნობით, ერთმანეთს "ტოიოტასა" და "სუზუკის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც "კლინიკა რუსთავში" საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, 2 პაციენტი უკვე გაეწერა ბინაზე, 1 დაშავებული, 30 წლამდე მამაკაცი კი კლინიკაში რჩება.

"ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. მრავალი მოტეხილობა აღენიშნებოდა. მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა ფასდება მძიმედ", - აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე