რეზონანსი
(29.05.2025)

მძიმე ავარია მოხდა რამდენიმე წუთის წინ თბილისში, დიღმის მასივში. "რეზონანსის" ინფორმაციით, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი მანქანა მოძრაობის საპირისპირო მხარეს შემობრუნდა. როგორც გაირკვა, ავტოსაგზაო შემთხვევა გზაჯვარედინზე მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია. 

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე