რეზონანსი
(29.05.2025)

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავში ერთი პირი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ალაზნის გამზირზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი ახალგაზრდა კაცი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



