რეზონანსი
(29.05.2025)

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდაზე უარის თქმას პოლიტიკურ თამაშად აფასებს.

„ეს არის პოლიტიკური თამაში. რასაც აკეთებს პოლიტიკურად თამაშობს და ცდილობს ამ სიტუაციიდან რაღაც პოლიტიკური სარგებელი ნახოს. როდესაც ასე პირდაპირ უხეშად, კანონის დარღვევითა და საზოგადოების უპატივცემულობით არღვევ კანონს და არ მოდიხარ საგამოძიებო კომისიის წინაშე და შემდგომ ასევე, არ იხდი გირაოს, მზად უნდა იყო, რომ სამართლებრივი შედეგი მიიღო“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50-ათასლარიანი გირაო დააკისრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე