რეზონანსი
(28.05.2025)

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა დატოვეს.

სირაძეც და ხარაზიშვილიც საქმიანობას დაკავებულ თანამდებობებზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დანიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე