რეზონანსი
(27.05.2025)

Tbilisi Open Air-ის გარ­შე­მო აურ­ზა­ურ­ი არ წყდება. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ნანი ბრეგ­ვა­ძე მწვავედ გა­აკ­რი­ტი­კა ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოს­ვლის გამო. "ამბებმა" კომენტარისთვის მომღერალს მიმართა:

„არ მინ­და ბევ­რი ვი­სა­უბ­რო, რა იყო და რო­გორ იყო, არ გე­წყი­ნოთ... რად­გან გა­მო­ვე­დი, ისე იგი მინ­დო­და და გა­მო­ვე­დი. მად­ლი­ე­რი ვარ მთე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის, მე ვარ ახალ­გაზ­რდებ­თან! სიმ­ღე­რა ნი­ჭი­ე­რად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, ახა­ლი რა­ღაც გა­მო­ვი­და და მე და­მა­ინ­ტე­რე­სა.

მად­ლი­ე­რი ვარ, ღმერ­თმა რომ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი მა­ჩუ­ქა ახალ­გაზ­რდე­ბის. ჩემი თა­ო­ბი­დან თით­ქმის ყვე­ლა წა­ვი­და. ახლა ეკას, ნა­ტა­ლი­ას მე­გობ­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ ეკას და ნა­ტა­ლი­ას შემ­დეგ კი­დევ ხომ მო­დის ახალ­გაზ­რდე­ბის თა­ო­ბა? ეს არის ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი! ჩვე­ნი დრო უკვე მთავ­რდე­ბა, მო­დის ახალ­გაზ­რდე­ბის დრო!

ამ­ბო­ბენ ნანი მოს­კოვ­ში მღე­რო­დაო და რა სი­სუ­ლე­ლეა? სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი სხვა­გან, ეს ერთი სა­ხელ­მწი­ფო იყო! იცო­დეთ, მა­შინ თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ იყო! ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იქვე, მოს­კოვ­შიც კი ვი­ღა­ცა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო. შე­მოქ­მე­დე­ბა­ში - კი­ნო­ში, მუ­სი­კა­ში თუ რამ მთავ­რო­ბას არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, ამოჭ­რიდ­ნენ. დრო ძა­ლი­ან ძლი­ე­რია, ყვე­ლა­ფე­რი დროს მო­აქვს და ყვე­ლას თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს ბუ­ნე­ბა­ში. სხვა თა­ო­ბა მო­დის, ცხოვ­რე­ბა წინ მი­დის! 

სიმ­ფო­ნია ყვე­ლას ხომ არ ეს­მის? ასე­ვეა პო­ლი­ტი­კაც! მე არ მეს­მის და არც არა­სო­დეს ვე­რე­ვი! ახ­ლაც შე­კი­თხვა რომ და­მის­ვათ, ვერ გი­პა­სუ­ხებთ! ფეს­ტი­ვალ­ზე პო­ლი­ტი­კის გამო კი არ გა­მო­ვე­დი, მებ­რძო­ლი კი არ ვარ! ახალ­გაზ­რდა, გე­ნი­ა­ლურ­მა ბავ­შვმა, კომ­პო­ზი­ტორ­მა კორ­ძა­ი­ამ და­წე­რა სიმ­ღე­რა, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და ამან და­მა­ინ­ტე­რე­სა. ბავ­შვებს ახალ­გაზ­რდებს მო­ე­წო­ნათ კლი­პი, თა­ვი­დან მე არც ვი­ცო­დი, ფეს­ტი­ვა­ლის­თვის რომ მზად­დე­ბო­და", - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე