რეზონანსი
(26.05.2025)

ქალაქ ლივერპულში ავტომობილი ხალხში შევარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის" მიერ ინგლისის პრემიერლიგის ტიტულის მოპოვების აღსანიშნავად მიმდინარე ზეიმზე მოხდა.
ქალაქის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



