რეზონანსი
(26.05.2025)

საქართველოს ამაყ ხალხს - გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი X-ზე წერს.
„საქართველოს ამაყ ხალხს - გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენი ძალა და ღირსება აღფრთოვანებას იწვევს. პატივისცემითა და სოლიდარობით - უკრაინიდან", - წერს ანდრეი ერმაკი.
შეგახსენებთ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



