რეზონანსი
(26.05.2025)

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ანიჭებს რესპუბლიკის ორდენს - მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს. შესაბამისი განცხადება სანდუმ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
„საქართველოს ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, ვანიჭებთ რესპუბლიკის ორდენს - მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
მისი ლიდერობა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი შთაგონებას გვმატებს", - წერს სანდუ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



