რეზონანსი
(25.05.2025)

მშვიდობიან, ნორმალურ გარემოში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა არის ეროვნული ღირსების საკითხი, - განუცხადა „ქრონიკას" „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ნებისმიერი ალტერნატიული ღონისძიება ცალსახა პროვოკაციაა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრები კიდევ ერთ მორიგ პროვოკაციულ ფაზას გეგმავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ჩვენ ვიცით, რომ ხვალ საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ ის ევროდეპუტატები, ჩინოვნიკები, ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც მათი ყოველდღიური საქმიანობით, განცხადებებით, რეზოლუციებით გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებენ, არაფრად აგდებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.

ნებისმიერი ალტერნატიული ღონისძიება, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრები გეგმავენ ხვალ რუსთაველის გამზირზე, არის ცალსახა პროვოკაცია და ეს უნდა იყოს აღკვეთილი, რადგან მშვიდობიან, ნორმალურ გარემოში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა არის ეროვნული ღირსების საკითხი" - განაცხადა შაქარიშვილმა.

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" დღეს განცხადება გავრცელებულა, რომელშიც მოძრაობა შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, უზრუნველყონ, რომ ქართულმა საზოგადოებამ მშვიდობიან გარემოში აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე