რეზონანსი
(25.05.2025)

რუსეთმა შეერთებულ შტატებს ჰიპერბგერითი რაკეტების ტექნოლოგია მოჰპარა, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა „ვესთ ფოინთის“ სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას. დონალდ ტრამპის თქმით, რუსებმა ტექნოლოგია ობამას პრეზიდენტობის პერიოდში მოიპარეს, თუმცა დღეისათვის შეერთებული შტატები ჰიპერბგერით რაკეტებს დიდი რაოდენობით აწარმოებს.

„ჩვენ რაკეტები მოგვპარეს, ჩვენ შევქმენით ისინი. ისინი ობამას ადმინისტრაციის დროს მოიპარეს. იცით, ვინ მოიპარა? რუსებმა მოიპარეს. რაღაც ცუდი მოხდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე