რეზონანსი
(23.05.2025)

სპეცოპერაცია თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად, „ტელეიმედის” დასჯა, დარბევა და ჟურნალისტებზე ძალადობა. 7 ნოემბრის უმძიმესი ისტორია საგამოძიებო კომისიის წევრებმა თვითმხილველისგან მოისმინეს. სოფო ნიკოლაიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ „იმედი” მასზე მოძალადე პოლიტიკური ჯგუფისთვის დღემდე მთავარ სამიზნედ რჩება.

არჩევნების მოპარვა და პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მცდელობა - ეს უკვე ლევან გაჩეჩილაძის ისტორიებია. კომისიამ მოუსმინა ვიქტორ ჯაფარიძესაც და იმ ადამიანს, რომლის 26 მაისს გადაღებული ფოტო სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკეს ასახავს. საგამოძიებო კომისია რეჟიმის მხილებას განაგრძობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე