რეზონანსი
(23.05.2025)

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-12 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვის ფაქტებს განიხილავენ.

„საგამოძიებო კომისიის ამ სხდომაზე უკეთ, დეტალურად მოვისმენთ როგორ განვითარდა პროცესები. რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, არის ის, რომ „იმედში“ შევარდნის დროს იქ მყოფი ჟურნალისტების პატარა ნაწილი დღეს სამწუხაროდ ამ მოძალადეების მხარეს არის გადასული. ვფიქრობ მათთვის კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს გაიხსენონ და აღიდგინონ ყველა ის მძიმე წუთი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „იმედში“ შევარდნის დროს განიცადეს იქ მყოფმა და არა მხოლოდ იქ მყოფმა ადამიანებმა“, - აღნიშნა დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე