რეზონანსი
(22.05.2025)

ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო. გამოცემა Delfi წერს, რომ ლიეტუვის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის საბჭოს მიერ იანვარში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს.

უვიზო რეჟიმის შეჩერება ეხებათ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებსა და მათი ოჯახების წევრებს, რომლებიც ასევე ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული და იაფი პროცედურით გრძელვადიანი ვიზების მისაღებად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე