რეზონანსი
(22.05.2025)

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, შარტავას გამზირზე ერთმანეთს “ტოიოტას” ორი და “სუბარუს” მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურები.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



