რეზონანსი
(19.05.2025)

რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დაწყებამდე, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაურეკავდა.

ცნობისთვის, სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამ წუთებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე