რეზონანსი
(17.05.2025)

კრემლის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, სატელეფონო საუბრის გასამართად მზადება მიმდინარეობს.
„საუბარი მზადდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 19 მაისს, ვაშინგტონის დროით 10:00 საათისთვის, ის ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს, რათა დაასრულოს სისხლისღვრა უკრაინის ომში. მისივე თქმით, ამის შემდეგ ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთნ და ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გაესაუბრება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



