რეზონანსი
(17.05.2025)

ბულგარეთში დასრულდა ევროპის თასის პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში. ტურნირზე ახალგაზრდულმა ნაკრებმა - ანა ბოლქვაძის, ნია გათენაძისა და ელენიკა ეფრემიძის შემადგენლობით - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე მედალი პირველად მოიგო.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგის მიხედვით ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და პოლონეთის გუნდს ანგარიშით 6:0 სძლია; ნახევარფინალი ქართველმა გოგონებმა იტალიელებთან ანგარიშით 2:4 დათმეს; ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს გუნდი ჩეხეთს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
ქართველი მშვილდოსნები ევროპის თასის პირველ ეტაპზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



