რეზონანსი
(15.05.2025)

ბათუმის ფილიალშიც ჩატარდა ჩხრეკა, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მიმდინარეობს შესწავლა, ველოდებით, რომ დაიწყება გამოკითხვები, - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა ქოლცენტრების საქმეზე საუბრისას.

„მიაჩნიათ, რომ მათ ქმედებაში არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის. მათი საქმიანობა ეს არის თურქეთში პიროვნებებისთვის ონლაინ მომსახურების გაწევა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კახა წერეთელმა.

ქოლცენტრების საქმე და საქართველოში არალეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაპატიმრება - საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, აჭარასა და დუშეთში ჩატარდა. საქმე ეხება თაღლითობას, ფულის გათეთრებას, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, გადასახადების დამალვას. გამოძიება გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე