რეზონანსი
(15.05.2025)

ზუგდიდში, შეჯახების შედეგად დაშავებული მოზარდებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა - ერთი ხელოვნურ კომაშია, მეორეს კი თავზე ნეიროქირურგიულ ოპერაციას უტარებენ. ადგილობრივი მედიის, "ოდიშინიუსის" ინფორმაციით, დაშავებულ მესამე მოზარდს ხელი აქვს დაზიანებული. მას პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს და სტაციონარული მკურნალობა არ სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, „ვიტოს” ტიპის მიკროავტობუსი სამ მოზარდს დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე