რეზონანსი
(14.05.2025)

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არ აპირებს იმ გირაოს გადახდას, რომელიც კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეუფარდეს: 

"მე 20 ივნისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის “კომისიის” საქმეზე, მაგრამ გირაოს გადახდა მიწევს ყველაზე გვიან (50 დღე მომცა სასამართლომ და არა 30) 

ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ. არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს: პირადი გადაწყვეტილების საკითხია." წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, გირაოს გადაუხდელობის გამო, დღეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალეს ირაკლი ოქრუაშვილს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე