რეზონანსი
(14.05.2025)

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
თვითმხილველების ინფორმაციით, წლიდან 2 ადამიანი ამოიყვანეს, მანქანაში კი 4 ადამიანი იჯდა, თუმცა ეს დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.
„ორი ამოიყვანეს, ორი გაიტაცა, შოკირებული ვარ, საშინელება იყო, ეგრევე ჩაიძირა” - წერს მოქალაქე მირანდა მიქელაძე სოციალურ ქსელში.
ბოლო პერიოდში მტკვარში მანქანების გადავარდნის ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



