რეზონანსი
(13.05.2025)

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინის წარმომადგენლებს სტამბოლში დაელოდება.
„ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
ამასთან, მან უარი თქვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის გამხელაზე და ასევე არ დაუკონკრეტებია შეხვედრის დაწყების დრო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



