რეზონანსი
(12.05.2025)

შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, აშშ და ჩინეთი ერთმანეთისთვის დაწესებული ტარიფების 90 დღით შემცირებაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაცია აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა გაავრცელა, რაც მოგვიანებით პეკინშიც დაადასტურეს.
ახალი შეთანხმების თანახმად, 90 დღის განმავლობაში ვაშინგტონი და პეკინი ტარიფებს 115%-ით შეამცირებენ. დღეს, აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი 145%-ია, პეკინის საპასუხო ტარიფი ამერიკულ საქონელზე კი 125%-ს შეადგენს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



