
სალომე სამადაშვილს არ დავეთანხმები და შევუსწორებ, რომ 2020 წელს არც ხალხს და არც ევროკავშირს არ სჯეროდა, რომ არჩევნები გაყალბდა. იგივე ხდება 2024 წელზეც, არც ხალხს სჯერა და არც ევროკავშირს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდისგან განსხვავებით, დღეს ევროკავშირის განწყობაა, რომ არჩევნები გაყალბდა. სამხარაძის თქმით, ეს არის კოლონიალური და მონური აზროვნების კიდევ ერთი გამოვლინება.
„ვერცერთ გაცხადებას ვერ მოიყვანენ, სადაც ევროკავშირს ნათქვამი აქვს, რომ არჩევნები გაყალბდა. ეუთო-მ განაცხადა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო. ეს არის კიდევ იმის დასტური - წყალწაღებული ხავსს რომ ეკიდება, როგორმე, იქნებ, სახე შეინარჩუნონ. თავიანთ ამომრჩეველს უნდა აუხსნან, რას აკეთებენ, პარლამენტში რატომ არ შემოდიან და რა უნდათ“, - განაცხადა სამხარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



