რეზონანსი
(11.05.2025)

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციები უკვე 165-ე დღეა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საპროტესტო ბანერები და საქართველოს, აშშ-ისა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე