რეზონანსი
(10.05.2025)

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ინფო იმერეთი” ავრცელებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე