რეზონანსი
(10.05.2025)

„რამზეს იახტების" დამფუძნებელმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩიკვაძიემ სრული შიმშილობა დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი „ფეისბუქზე" წერს.

„პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დღეს 18:00 საათიდან გამოაცხადა სრული შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ",- აცხადებს ეკა წერეთელი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ "რამზეს იახტების" დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი - 8 წლით.

გამოძიება კომპანია "ელთ ბილდინგის" საჩივრის საფუძველზე - კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე