რეზონანსი
(10.05.2025)

კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმები განიხილეს.
ამის შესახებ „ბიბისი" იტყობინება.
როგორც მედია წერს, ე.წ. მსურველთა კოალიციის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დონადლ ტრამპს მიაწოდეს ინფორმაცია აშშ-ის წინადადებისადმი მათი მხარდაჭერის შესახებ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



