რეზონანსი
(09.05.2025)

დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ღირსეულად იასპარეზებს და გამარჯვებებით გაახარებს ქართველ გულშემატკივარს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
„ასეთი დიდი გამარჯვებები რა თქმა უნდა ყოველი სპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნა სპორტის მინისტრმა.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მეორედ გავიდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



