რეზონანსი
(09.05.2025)

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავი მიულოცეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტმა და პრეზიდენტმა ტრამპმა თანაშემწეების მეშვეობით ჩვენს საერთო ზეიმთან დაკავშირებით მილოცვები გაცვალეს“, - თქვა პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად, რა სიტყვები გადასცეს ერთმანეთს პუტინმა და ტრამპმა, უშაკოვმა უპასუხა, რომ „თბილი სიტყვები, ერთმანეთს საერთო, დიდი დღესასწაული მიულოცეს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე