რეზონანსი
(09.05.2025)

რუსთავში თბილისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ინფო რუსთავის” ცნობით, ერთმანეთს “ჰონდასა” და “მიცუბიშის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ “ჰონდას” მარკის ავტომობილი ამობრუნდა.
ავარიის დროს დაშავდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და უტარდება შესაბამისი კვლევები.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



