რეზონანსი
(08.05.2025)

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში სამი დღით საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. მან ეს გადაწყვეტილება 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღნიშვნის გამო მიიღო. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს წინადადება უარყო და რუსეთს სამთვიანი ზავის დადებისკენ მოუწოდა.

პუტინის ინიციატივის თანახმად, დროებითი ზავი 8 მაისს, 00:00 საათზე ამოქმედდა და 11 მაისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. როგორც რუსული მხარე იტყობინება, თუ დროის ამ მონაკვეთში უკრაინის შეიარაღებული ძალები ცეცხლს გახსნიან, რუსეთი მათ უპასუხებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე