რეზონანსი
(07.05.2025)

ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მაღალი რანგის სავაჭრო მოლაპარაკებას გამართავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პეკინი დისკუსიების დაწყებას დათანხმდა. ამერიკისა და ჩინეთის დელეგაციები ერთმანეთს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, 9-12 მაისს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან.

ამერიკის მხრიდან დელეგაციას სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ხოლო ჩინეთის მხრიდან ვიცე-პრემიერი, ჰე ლიფენი უხელმძღვანელებენ. დისკუსიების მიზანი ვაშინგტონსა და პეკინს შორის ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გამო არსებული დაძაბულობის მოხსნაა.

ეს მხარეებს შორის პირველი დიალოგი იქნება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთს 145 პროცენტიანი ტარიფი დაუწესა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე