რეზონანსი
(06.05.2025)

ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა - ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში - სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში - ზაალ გელაშვილმა, გურიაში - გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში - ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.

ახლად დანიშნულ რწმუნებულებს კობახიძე დღეს "ოცნების" რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე