რეზონანსი
(05.05.2025)

რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 100% დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი, ჯორჯ სიმიონი ლიდერობს. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, სიმიონს ამომრჩეველთა 40,96%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე ბუქარესტის მოქმედი მერი, ნიკუშორ დანი, ხმათა 20,99%-ით გავიდა. მმართველი კოალიციის კანდიდატმა, კრინ ანტონესკუმ ხმათა 20,07% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა. მან უკვე აღიარა დამარცხება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რუმინეთში 18 მაისს ჩატარდება. ერთმანეთს სიმიონი და დანი დაუპირისპირდებიან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



