რეზონანსი
(04.05.2025)

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, გვიან ღამით, საავტომობილო გზა ჩაინგრა, რომელიც საყრდენი კედლების ჩამოშლამ გამოიწვია. ადგილზე ათობით სპეციალური ტექნიკა და საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ბრიგადები მუშაობენ. პოლიციამ, უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალა.

ადგილზე მცირე აფეთქებაც მოხდა, რის გამოც შესაბამისმა სამსახურებმა ავარიის რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდეს.

შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დგინდება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე